Aa
Aa

იტალიური პრესა: "რეალი" დიბალაში კოვაჩიჩსა და 85 მილიონს ჩამოდის!

იტალიური პრესის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ პაულო დიბალას თაობაზე „იუვენტუსს“ მსუყე წინადადებას უმზადებს.

„სამეფო კლუბი“ არგენტინელი შემტევის სანაცვლოდ 85 მილიონ ევროსა და ნიჭიერ შუახაზელ მატეო კოვაჩიჩს ჩამოდის.

აღსანიშნავია, რომ „იუვე“ კოვაჩიჩის შეძენით დიდი ხანია ინტერესდება.

პრესაში არსებული ვარაუდით, ტურინელები ამ წინადადებას არ დათანხმდებიან, რადგან დიბალას დამატებაზე „ბარსელონაც“ მუშაობს.

წინა კვირას გავრცელებული ცნობით, „ბებერმა ქალბატონმა“ 23 წლის შემტევის გაყიდვა 100%-ით, ნებისმიერი შეთავაზების მიუხედავად გამორიცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები