Aa
Aa

"იუვენტუსი" სტროტმანით დაინტერესდა

ტურინული Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვენტუსს“ „რომას“ ჰოლანდიელი საყრდენის კევინ სტროტმანის შეძენა უნდა.

სტროტმანის ტრანსფერი ურთულესი იქნება, რადგან იგი „რომას“ ერთ-ერთი ლიდერია და „სტადიო ოლიმპიკოს“ დატოვებას არ აპირებს.

1 აგვისტომდე ჰოლანდიელის გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ევრო იყო. ახლა ფასმა შედარებით დაიწია, თუმცა მაინც ნაკლებ სავარაუდოა, რომ დედაქალაქელები „ბებერი ქალბატონის“ 25 მილიონიანმა წინადადებამ მოხიბლოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს „რომადან“ „იუვეში“ იმ დროისთვის „ჯალოროსის“ კიდევ ერთი საკვანძო ფეხბურთელი მირალემ პიანიჩი გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები