Aa
Aa

დალბერტი "ინტერში" დღეს ჩაირიცხება

23 წლის ბრაზილიელი მარცხენა მცველი დალბერტ ენრიკე დღეს მილანის „ინტერის“ რიგებში ჩაირიცხება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფეხბურთელი უკვე მილანშია და დღეს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, „ნერაძურისთან“ 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

იტალიელებმა დალბერტის ტრანსფერში ფრანგულ „ნიცას“ 20 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ბრაზილიელი მცველი „ნიცაში“ გასულ ზაფხულს პორტუგალიური „გიმარაეშიდან“ გადავიდა და მისი მაისურით ლიგა 1-ში 33 თამაში ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები