Aa
Aa

ზიდანის პრესკონფერენცია

დღეს, მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, "უეფას" 2017 წლის სუპერ თასი "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებულ "რეალსა" და "ევროპა ლიგის" ტრიუმფატორ "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გათამაშდება.

აღნიშნული მატჩი, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა - ზინედინ ზიდანმა, პრესკონფერენციაზე შეაფასა.

"ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქ მხოლოდ მოსაგებად ვართ და სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა. 

"რეალში" დიდი ხნის მანძილზე ვთამაშობდი, თუმცა მის წინააღმდეგაც მითამაშია და ვიცი როგორ უნდა ყველას მისი დამარცხება. ეს "რეალია", რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ყველას უნდა, რომ მას აჯობოს.

ასეთი გუნდისთვის ნებისმიერი ახალი სეზონი რთულია, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული მენტალიტეტი გვაქვს და გამარჯვებებით არასდროს დავიღლებით. 

საკუთარი თამაში უნდა ვაჩვენოთ, შესაცვლელი არაფერია და რაც ყველაზე მთავარია, სრული კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ.

ჩვენ ტიტულის მოგება გვსურს და ამას შრომითა და თავმდაბლობით უნდა მივაღწიოთ". - განაცხადა ზიდანმა.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას იტალიელი ჯანლუკა როკი იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები