Aa
Aa

მოურინიოს პრესკონფერენცია

დღეს, მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, "უეფას" 2017 წლის სუპერ თასი "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებულ "რეალსა" და "ევროპა ლიგის" ტრიუმფატორ "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გათამაშდება.

აღნიშნული მატჩი, მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა - ჟოზე მოურინიომ, პრესკონფერენციაზე შეაფასა.

"მოხარული ვარ, რომ სუპერ თასის შეხვედრას ვთამაშობთ, თანაც ევროპის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. მართლაც დიდი პატივია, როცა "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებულთან და ამასთანავე ყველაზე ტიტულოვან გუნდთან თამაში გიწევს. 

ჩვენ თავისუფლად უნდა ვითამაშოთ და სიამოვნება მივიღოთ. ესაა მომენტი, რომლითაც უნდა დავტკბეთ, რადგან "უეფას" სუპერ თასზე თამაშის შანსი ხშირად არ მოგეცემა.

"რეალის" რამდენიმე ფეხბურთელთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს და ტელეფონით ხშირად ვკონტაქტობთ, თუმცა სხვებთან არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებს. ეს ბუნებრივია, იგივე დამოკიდებულება "პორტოს", "ინტერისა" და "ჩელსის" ფეხბურთელებთანაც მაქვს. ასე რომ, ხვალ ვინც შემხვდება, ყველას მივესალმები". - განაცხადა 

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას იტალიელი ჯანლუკა როკი იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები