მოურინიომ ბეილის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
Aa
Aa

მოურინიომ ბეილის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამბობს, რომ მისი გუნდი გარეთ ბეილის დამატებაზე უარს არ იტყვის და თუ უელსელი მადრიდის “რელიდან” წასვლაზე სურვილს გამოთქვამს, “წითელი ეშმაკები” იქვე იქნებიან.

“სხვა მწვრთნელებთან ერთად ვიბრძოლებ ბეილის ხელში ჩასაგდებად. თუმცა ყველაფერი თავად გარეთზეა დამოკიდებული. თუ იგი სუპერთასის მატჩში ითამაშებს, ეს იქნება ღია გზავნილი იმის თაობაზე, რონ იგი “სანტიაგო ბერნაბეუზე” რჩება. სხვა შემთხვევაში კი ჩვენ მის გადაბირებას შევეცდებით. ყველა ისურვებდა თავის გუნდში ასეთი მოთამაშის ხილვას” - აღნიშნა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ბეილი “მანჩესტერის” დიდი ხნის სამიზნეა. სამშაბათს კი “იუნატედი და “რეალი” ევროპის სუპერთასს გაითამაშებენ და ეს სიტყვები შესაძლოა “განსაკუთრებულის” საყვარელი “მაინდ გეიმსის” ნაწილიც იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები