Aa
Aa

ბერნარდო სილვა მბაპეს "სიტიში" ეპატიჟება

„მანჩესტერ სიტის“ ახალწვეული ბერნარდო სილვა კილიან მბაპეს „ქალაქელთა“ რიგებში გადასვლას ურჩევს.

სილვა და მბაპე „მონაკოში“ თანაგუნდელები იყვნენ და პორტუგალიელის განცხადებით, იგი მოხარული იქნებოდა, თუკი „სიტიშიც“ მბაპეს გვერდით თამაში მოუწევდა.

პრესაში ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, „სიტი“ მბაპეს შეძენის იმედს არ კარგავს და მოლაპარაკებებსაც აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ მბაპემ „ტვიტერზე“ ფოტო მანჩესტერელთა ახალგაზრდა შემტევ ლეროი სანესთან ერთად გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები