Aa
Aa

ობამეიანგი: "დორტმუნდში" დარჩენით ბედნიერი ვარ"

99%-ით გადაწყვეტილია, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი მომავალ სეზონსაც „დორტმუნდში“ გაატარებს.

გაბონელმა ფორვარდმა გუშინ საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გერმანულ კლუბში ბედნიერია და მოხარულია, რომ „ბორუსიამ“ სხვა კლუბთან მის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

კულუარული ცნობებით, 27 წლის ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობას „მილანი“ აგრძელებს და ობამეიანგმაც მიანიშნა, რომ თუნდაც ამ ზაფხულს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

აფრიკელი შემტევი ბუნდესლიგის გასული სეზონი ბომბარდირი გახდა. მან ჩემპიონატის 32 თამაშში 31 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები