Aa
Aa

"პსჟ" ვერატის წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობს!

ფრანგული პრესის ინფორმაციით, „პსჟ“ მარკო ვერატის კონტრაქტის გახანგრძლივებასა და ხელფასის 2-ჯერ გაზრდას სთავაზობს.

იტალიელის ამჟამინდელი წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევროა და თუ ის პარიზელებთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.

ვერატის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კლუბის საგრძნობლად გაძლიერების შემდეგ, „პსჟ“-ს „ჩემპიონთა ლიგის“ მოგების იმედი აქვს და წყაროს ვარაუდით, ვერატის გადაწყვეტილებაზე ესეც იმოქმედებს.

მარკო ვერატი „პსჟ“-ს შემადგენლობაში 2012 წლიდან თამაშობს და პარიზელებთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები