Aa
Aa

კიდევ ერთი უარი "მილანს"...

იტალიური პრესის ცნობით, „ტორინომ“ „მილანს“, ანდრეა ბელოტის თაობაზე, კიდევ ერთი წინადადება დაუბლოკა.

„გრანატამ“ ამჯერად უარი 70 მილიონ ევროსა და გაბრიელ პალეტა-მბაიე ნიანგის წყვილზე თქვა.

ტურინელთა პრეზიდენტ ურბანო კაიროს პოზიცია ცნობილია - იგი ბელოტის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა „როსონერი“ ამ ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

ანდრეა ბელოტიმ რამდენიმე თვის წინ „ტორინოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები