Aa
Aa

ესპანური პრესა: "ბარსა" კოუტინიოს სულ მალე გააოფიციალურებს!

ესპანური პრესის ინფორმაციით, „ბარსელონა“ ფილიპე კოუტინიოს შეძენას მომდევნო 48 საათში დაადასტურებს.

როგორც იწერება, კატალონიელებმა „ლივერპულთან“ ტრანსფერის დეტალები შეათანხმეს, ხოლო თავად მერსისაიდელებმა თავიანთი ბრაზილიელი ლიდერის შემცვლელის ძებნა დაიწყეს.

ESPN-ის ცნობით, კოუტინიოს შეცვლის მთავარი კანდიდატი „ვესტ ჰემის“ შემტევი მანუელ ლანსინია.

დავამატოთ ისიც, რომ „ბარსა“ ინიგო მარტინესისა და უსმან დემბელეს ტრანსფერებზეც მუშაობს.

დღეს დილით ფრანგული L’Equipe-ს მიერ გავრცელებული ცნობით, კატალონიელებმა დემბელესთან შეთანხმებას მიაღწიეს და ახლა „დორტმუნდთან“ სატრანსფერო ფასზე ლაპარაკობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები