ფაჩულია და NBA-ს თასი საქართველოშია! გეგმები ევრობასკეტზე -  1/4 ფინალი და მედლები
Aa
Aa

ფაჩულია და NBA-ს თასი საქართველოშია! გეგმები ევრობასკეტზე - 1/4 ფინალი და მედლები

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, NBA-ს თასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა.

"ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ მეოთხედფინალსა და მედლების მოპოვებაზეც კი", - განაცხადა ფაჩულიამ პრესკონფერენციაზე.

ზაზა ფაჩულია ევრობასკეტისთვის მზადებას მას შემდეგ დაიწყებს, როცა ნაკრები ლიტვიდან დაბრუნდება. 

შეგახსენებთ, რომ ხვალ სპორტის სასახლეში NBA-ს თასის ოფიციალური წარდგენა გაიმართება.

ფაჩულიამ ასევე განაცხადა, რომ მომავალ სეზონშიც "გოლდენ სტეიტში" ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები