ლუკას მოურა პრემიერლიგას უახლოვდება
წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე "პსჟ" უდაოდ ყურადღების ცენტრშია. პარიზელებმა 222 მილიონად ნეიმარი შეიძინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდიდან რომელიმე შემტევს წასვლა მოუწევს.
პარიზიდან აბარგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ლუკას მოურაა. ბრაზილიელი ძირითადის წევრად ისედაც არ ითვლებოდა და ახლა მითუმეტეს, მისი სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება.
Goal-ის ცნობით, მოურას გადაბირების სურვილს ლონდონის "არსენალი" გამოთქვამს. "მეთოფეები" მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ, რაზეც წესით "პსჟ"-მ თანხმობა უნდა განაცხადოს.
24 წლის ლუკას მოურა პარიზულ გუნდში 2013 წლიდან გამოდის. მის ანგარიშზე 145 მატჩში და 32 გოლია.