ობამეიანგმა თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო განცხადება გააკეთა
Aa
Aa

ობამეიანგმა თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო განცხადება გააკეთა

წლევანდელი სატრანსფერო ფანჯრის დროს, პიერ ემერიკ ობამეიანგის სახელი რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს. ერთი შეხედვით, გაბონელ ფორვარდს "დორტმუნდი" უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ჯერჯერობით "ობა" გუნდში რჩება.

თავის მომავალთან დაკავშირებით ფეხბურთელმა ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

"ჩემი შეძენა არა ერთ გუნდს სურდა და "ბორუსიას" ამის გამო საკმაოდ ბევრი მოლაპარაკება ჰქონდა. მიუხედავად ამისა, "დორტმუნდის" დატოვებით არ ვარ დაინტერესებული. მე აქ ვრჩები". - ამბობს ობამეიანგი.

"მომწონს დორტმუნდში ცხოვრება და ამ გუნდისთვის თამაში. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს".

"ჩინელებისგან შეთავაზება მართლაც მივიღე. მააგრამ, უარი ვთქვი, რადგან იქაური ჩემპიონატის დონე მაღალი ნამდვილად არ არის". - განაცხადა ობამეიანგმა.

შეგახსენებთ, რომ ობამეიანგის შეძენით, "მილანი" სერიოზულად იყო დაინტერესებული. როგორც ხედავთ, ფეხბურთელი "დორტმუნდის" ერთგულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები