ზაზა ფაჩულია ქართველ გულშემატკივარს NBA-ის თასს ხვალ წარუდგენს
Aa
Aa

ზაზა ფაჩულია ქართველ გულშემატკივარს NBA-ის თასს ხვალ წარუდგენს

თბილისის "სპორტის სასახლეში", 7 აგვისტოს ქართველი გულშემატკივრისთვის ზაზა ფაჩულიასადმი მიძღვნილი ღონისძიება და NBA-ის თასის ოფიციალური წარდგენა გაიმართება. 

აღნიშნულ ცნობას საინფორმაციო სააგენტო interpressnews.ge ავრცელებს.

ღონისძიებას დაესწრებიან ფაჩულიას გულშემატკივრები, მეგობრები, მეგობარი და მხარდამჭერი ორგანიზაციები, ასევე, ვეტერანი კალათბურთელები და ზაზა ფაჩულიას მწვრთნელები. 

”ღონისძიება დატვირთული იქნება მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით. მაყურებელი იხილავს საკალათბურთო შოუს”. - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ღონისძიების წარმდგენი და გენერალური სპონსორია ნავთობკომპანია “გალფი”, მხარდამჭერი - თბილისის მერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები