ანხელ ნიეტო 70 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

ანხელ ნიეტო 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

დღეს დილით, იბიცას ერთ-ერთ საავადმყოფოში, ესპანელი მოტომრბოლელი და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ანხელ ნიეტო 70 წლის ასაკში, ავარიის შედეგად მიღებული ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა.

ნიეტო ავარიაში გასულ კვირას მოხვდა და საავადმყოფოში ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ბოლო დღეებში ექიმებმა მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა დაიწყეს, თუმცა მოტომრბოლელის მდგომარეობა გაუარესდა და საბოლოოდ, საქმე ფატალურ შედეგამდე მივიდა.

ანხელ ნიეტო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოტომრბოლელი იყო. იგი აქტიურ სპორტში 1964-1986 წლებში მოღვაწეობდა და სხვადასხვა კლასის მოტოციკლით 13 ტიტული აქვს მოგებული.

ცხელი ამბები