Aa
Aa

"მერიის თასის" მატჩები 11 და 13 აგვისტოს გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები, 11 და 13 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს თბილისის "მერიის თასზე", რომელიც "სპორტის სასახლეში" (კოსტავას 75) გაიმართება.

თბილისს ჩეხეთის ეროვნული გუნდი ეწვევა, რომელიც "მერიის თასის" ეგიდით, ჩვენ ნაკრებს ორჯერ დაუპირისპირდება.

ტურნირის გამარჯვებული, მოგებებისა და ბურთების უკეთესი შეფარდების მიხედვით გამოვლინდება.

აღსანიშნავია, რომ საქართვველოში ჩამოვა "ევრობასკეტის" საჩემპიონო თასი, რომელიც 13 აგვისტოს, თბილისის "სპორტის სასახლეში", ჩეხეთი-საქართველოს მატჩზე იქნება წარმოდგენილი.

თბილისის მერიის თასის ორივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და მათზე დასწრება უფასო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები