საქართველოს ნაკრებმა ლატვია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
Aa
Aa

საქართველოს ნაკრებმა ლატვია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები "ევრობასკეტისთვის" მზადებას განაგრძობს და ამჟამად ლიტვის ქალაქ კლაიპედაში მიმდინარე "ოთხთა ტურნირზე" მონაწილეობს.

დღეს ჩვენმა გუნდმა ლატვიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში - 73:69 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრებში, ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო - 20 ქულა, თორნიკე შენგელიამ 14 ქულა ჩააგდო, ხოლო გიორგი ცინცაძემ - 12.

ტურნირის მეორე 1/2 ფინალურ შეხვედრაში მასპინძელი ლიტვა და პოლონეთი ხვდებიან. 

"ოთხთა ტურნირის" ფინალური და მე-3 ადგილისთვის მატჩი, ხვალ, 5 აგვისტოს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები