Aa
Aa

"რეალს" მბაპე ეძვირა და დემბელეზე გადაერთო...

მადრიდის „რეალი“ „დორტმუნდის ბორუსიას“ შემტევ უსმან დემბელეს ტრანსფერით ინტერესდება.

აღნიშნული ცნობა ესპანურ პრესაში გუშინ გაჩნდა. როგორც ირკვევა, „სამეფო კლუბი“ კილიან მბაპეს სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს და ურჩევნია, 90-100 მილიონ ევროდ დორტმუნდელთა 20 წლის ტალანტი დაიმატოს.

ჩვენი ესპანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ამ გარიგებაში „რეალი“ თავის ყოფილ ფეხბურთელ პრედრაგ მიატოვიჩს გამოიყენებს, რომელიც დემბელეს აგენტის მეგობარია.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დემბელემ კიდევ ერთი ესპანური გრანდის  - „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ გაიგო, აღნიშნა, რომ „დორტმუნდში“ ბედნიერია და მის გარშემო არსებული სპეკულაციებით დაინტერესებული არაა.

დემბელე გერმანულ გუნდში გასულ ზაფხულს ფრანგული „რენიდან“ 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები