ბონავენტურა: „მილანი“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
Aa
Aa

ბონავენტურა: „მილანი“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

"მილანის" იტალიელმა ნახევარმცველმა, ჯაკომო ბონავენტურამ "Tuttomercatoweb.com"-თან მცირე ინტერვიუში გასული სეზონი შეაფასა და მომავალზეც ისაუბრა.

"ეს სეზონი „მილანისთვის“ არც თუ ისე კარგი იყო. საკმაოდ არასტაბილურად გამოვიყურებოდით და ბევრ თამაშში გაუთვალისწინებელი ქულებიც დავკარგეთ. რაც შეეხება პირადად ჩემს ასპარეზობას, საკუთარი თამაშით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, თუმცა მომავალ სეზონში აუცილებლად კიდევ უფრო მოვუმატებ და გუნდისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდები. რაც შეეხება ახალ სეზონს, მომავალში სულ სხვა "მილანი" უნდა ვიხილოთ და სკუდეტოსთვის ბრძოლაშიც უნდა ჩავერთოთ" - განაცხადა ბონავენტურამ.

შეგახსენებთ, რომ ჯაკომო ბონავენტურა „მილანს“ გასული ზაფხულის მიწურულს, „ატალანტადან“ შეუერთდა და მთელი სეზონის განმავლობაში, გუნდის ერთ-ერთი იშვიათი ნათელი წერტილი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები