Aa
Aa

"ჩელსიმ" სანჩესს დრინკვოტერი ამჯობინა

იტალიური პრესის ცნობით, ლონდონის „ჩელსიმ“ რენატო სანჩესის ტრანსფერზე „ბაიერნთან“ მოლაპარაკებები შეწყვიტა.

საქმე ისაა, რომ ანტონიო კონტეს მითითებით, „ლურჯების“ ხელმძღვანელები დენი დრინკვოტერის ტრანსფერზე ამუშავდნენ და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მთავარი სამიზნე სწორედ „ლესტერის“ შუახაზელია. როგორც ჩანს, ლონდონელებსა და ლესტერშირელებს შორის, დრინკვოტერის თაობაზე მოლაპარაკებები შედეგიანად მიმდინარეობს.

ასეთ შემთხვევაში, სანჩესის შეძენის ერთადერთ რეალურ პრეტენდენტად „მილანი“ რჩება, რომელიც ამ საკითხზე თვეზე მეტია მუშაობს.

იტალიელებს იმედი აქვთ, რომ „აუდის თასზე“ სანჩესის მიერ ნაჩვენები არცთუ კარგი თამაში, გერმანელებს მის სატრანსფერო ფასს დააწევინებს.

შეგახსენებთ, რომ „როსონერის“ სანჩესის ერთ წლიანი იჯარით აყვანა და შემდეგ მისი გამოსყიდვა სურს.

დავამატოთ ისიც, რომ გუშინ საღამოს Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანჩესის შესაძენად „ლივერპულიც“ იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები