Aa
Aa

ფრანგული პრესა: მბაპეს "მონაკოდან" წასვლა უნდა!

ფრანგული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპემ „მონაკოს“ შეატყობინა, რომ კლუბის დატოვება ამ ზაფხულსვე სურს.

თუკი ამ ინფორმაციას ვენდობით, მბაპეს შეძენის მთავარ კანდიდატად „ბარსელონა“ უნდა დავასახელოთ, რომელიც ნეიმარის გაყიდვით უდიდეს ფინანსურ რესურსს მიიღებს და შეეძლება მიღებული თანხის უდიდესი ნაწილი 18 წლის შემტევის ტრანსფერში გადაიხადოს.

თინეიჯერი თავდამსხმელის შეძენის სურვილს „რეალი“, „სიტი“, „არსენალი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“ და „პსჟ“ გამოთქვამენ. თუმცა ამ უკანასკნელმა, ნეიმარის დამატების შემთხვევაში, წესით, ამ ტრანსფერზე აღარ უნდა იფიქროს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მონაკო“ მბაპეს მხოლოდ 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს და ნაკლებ თანხად მისი გაყიდვა არ განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები