საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, უკრაინის დედაქალაქ კიევში, პედოფილიის ბრალდებით დააკავეს. 

საქმე პეტერ ზაიზერბახერს ეხება, რომელიც ჩვენ გუნდს 2010-2012 წლებში წვრთნიდა.

მას ბრალად არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალური კავშირი ედება. იგი საერთაშორისო სტატუსის ძებნილად გამოცხადდა და მას შემდეგ უკრაინაში საკუთარ ბინაში იმალებოდა.

ზაიზერბახერი ამჟამად 56 წლისაა. მას 1984 და 1988 წლების ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.

ცხელი ამბები