Aa
Aa

კოშტა და "მილანი" ისევ აქტუალურია

„მილანი“ დიეგო კოშტას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს. მართალია, ფეხბურთელის პირველი არჩევანი „ატლეტიკოში“ დაბრუნებაა, თუმცა მადრიდელებს იანვრამდე ფეხბურთელის დამატების უფლება არ აქვთ და მხარეებს ეს აფერხებთ.

„როსონერი“ კოშტას აგენტ ჟორჟე მენდეშთან აქტიურ კონტაქტშია და შანსი იმისა, რომ ტანმაღალი ფორვარდი მომავალ წელს „სან სიროზე“ ვიხილოთ, საკმაოდ დიდია.

მილანელები თავდაპირველად 28 წლის შემტევის იჯარით აყვანაზე ფიქრობდნენ, მაგრამ ახლა იტალიური პრესა წერს, რომ მათ კოშტას სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა სურთ.

„შავ-წითელთა“ ხელმძღვანელები პარალელურად ორ ურთულეს ფრონტზე - პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და ანდრეა ბელოტის ტრანსფერზეც მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები