Aa
Aa

ხესუს ნავასი "სევილიას" დაუბრუნდა

ხესუს ნავასი მშობლიურ „სევილიას“ დაუბრუნდა და მასთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ანდალუსიურმა კლუბმა 31 წლის ფეხბურთელი მედიას გუშინ წარუდგინა.

ნავასი „სევილიას“ რიგებში 2003-2013 წლებშ თამაშობდა და მისი მაისურით 400-მდე მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ სევილიურ კლუბს ედუარდო ბერისოს სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს, ხოლო გუნდმა უკვე დაიმატა ლუის მურიელი, ევერ ბანეგა, ნოლიტო, გუიდო პიზარო, სებასტიან კორჩია და საიმონ კიაერი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები