Aa
Aa

აიჰენაჩო და "ლესტერი" სულ მალე გაოფიციალურდება

ახალგაზრდა ნიგერიელი თავდამსხმელი კელეჩი აიჰენაჩო „მანჩესტერ სიტიდან“ „ლესტერში“ გადადის.

კლუბებმა მის ტრანსფერზე უკვე მოილაპარაკეს და „ქალაქელები“ აიჰენაჩოს სანაცვლოდ 30 მილიონ ევრომდე მიიღებენ.

Skysports-ის თქმით, 20 წლის ნიგერიელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.

აიჰენაჩომ „სიტის“ მაისურით გასულ სეზონში 28 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები