Aa
Aa

"მანჩესტერმა" ორიეს ტრანსფერი შეათანხმა, თუმცა...

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფრანგულ „პსჟ“-ს განაპირა მცველ სერჟ ორიეს ტრანსფერზე შეუთანხმდა.

ბრიტანული პრესის ცნობით, მანჩესტერელებს ორიეს ტრანსფერი 31 მილიონი ევრო დაუჯდებათ, თუმცა ფეხბურთელი „იუნაიტედთან“ კონტრაქტს იქამდე ვერ გააფორმებს, სანამ მას ამის ნებას საფრანგეთის სასამართლო არ მისცემს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში ორიეს ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის გამო პირობითი პატიმრობა შეუფარდეს და მას დიდ ბრიტანეთში შესვლის უფლება არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები