Aa
Aa

"არსენალი" ლემარისთვის ბრძოლას აგრძელებს

ლონდონის „არსენალი“ ტომას ლემარის შეძენის იმედს არ კარგავს. „მონაკომ“ „მეთოფეებს“ რამდენიმე წინადადება დაუბლოკა და მათ გამოუცხადა, რომ ნიჭიერი შუახაზელი ამ ზაფხულს არ გაიყიდება.

თუმცა საქმე არც მთლად ასეა, ბრიტანულ პრესაში იწერება, რომ „მონეგასკები“ ლემარის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს ითხოვენ და ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელის გასაშვებად მზად არიან.

21 წლის ლემარმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და აქტივში 9 გოლი ჩაიწერა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები