Aa
Aa

იბრა და "მილანი" რეალურია?

იტალიური Premium Sport-ის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, თავის ყოფილ კლუბ „მილანში“ დაბრუნდეს.

როგორც ირკვევა, „იბრას“ მისმა აგენტმა მინო რაიოლამ შესთავაზა, რომ „როსონერის“ კანდიდატურა განიხილოს.

რაიოლას მილანური კლუბის ხელმძღვანელები უკვე ესაუბრნენ და უთხრეს, რომ მზად არიან, დაინტერესების შემთხვევაში შვედ თავდამსხმელთან მოლაპარაკებები დაიწყონ.

ზლატანი ამჟამად ტრავმას იშუშებს და იწერება, რომ იგი მოედანს დაახლოებით ოქტომბრის თვეში დაუბრუნდება.

იბრაჰიმოვიჩი „მილანის“ რიგებში 2010 წელს „ბარსელონადან“ გადავიდა და „სან სიროზე“ 2012 წლამდე ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები