მაკაი: არ გამიკვირდება თუ შვაინშტაიგერი „მანჩესტერში“ გადავა
Aa
Aa

მაკაი: არ გამიკვირდება თუ შვაინშტაიგერი „მანჩესტერში“ გადავა

რამდენიმე დღის წინ, გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბაიერნის“ ნახევარმცველით, ბასტიან შვაინშტაიგერით „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი იყო დაინტერესებული. ამ ფაქტს მიუნხენური გუნდის ყოფილი თავდამსხმელი, როი მაკაი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას არ გაუკვირდება, თუ შვაინშტაიგერი კარიერას მანჩესტერულ კლუბში გააგრძელებს.

„შვაინშტაიგერსა და ვან გაალს, ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. მე არ გამიკვირდება, თუ ბასტიანი კლუბის შეცვლას და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას გადაწყვეტს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩემი სურვილია, რომ შვაინშტაიგერი „ბაიერნში“ დარჩეს, რადგან იგი ამ კლუბის აღზრდილია და მიუნხენურ გრანდში უდიდეს როლს თამაშობს. - განაცხადა როი მაკაიმ „Daily Mail“-თან საუბარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები