Aa
Aa

კეიტას იტალიური გრანდები ეპატიჟებიან

რომის „ლაციოს“ ახალგაზრდა შემტევ კეიტა ბალდეს ტრანსფერზე პრაქტიკულად ყველა იტალიური გრანდი მუშაობს. მის მსურველებს შორის „იუვენტუსი“, „ინტერი“, „მილანი“ და „ნაპოლი“ არიან.

22 წლის სენეგალელ ფეხბურთელს რომაელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. მან „ბიანკოჩელესტეს“ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, შესაბამისად, თავისი ლიდერის სარფიანად გაყიდვა „ლაციოს“ ინტერესშიცაა.

როგორც ბოლო დღეებში იტალიურ პრესაში იწერება, კეიტას შეძენის ყველაზე კარგი შანსი „ნაპოლისა“ და „მილანს“ აქვთ. ნეაპოლელებს ფეხბურთელთან კონტრაქტის დეტალები აქვთ შეთანხმებული, თუმცა რომაელთა ხელმძღვანელებთან სატრანსფერო ფასზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ხოლო მილანელებმა „ლაციოს“ ბოსებს ის თანხა შესთავაზეს, რასაც ითხოვენ - 30 მილიონი ევრო.

კეიტა ბალდე დიაომ სერია ა-ს გასულ სეზონში 16 გოლი გაიტანა. ის „ლაციოს“ მთავარ გუნდში 2012 წლიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები