Aa
Aa

"ბაიერნის" სპორტულ დირექტორად ჰასან სალიჰამიჯიჩი დაინიშნა

მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორის თანამდებობა, კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაიკავა.

აღნიშნული პოსტი გასულ ზაფხულს მატიას ზამერმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა და მას შემდეგ ეს პოზიცია ვაკანტური იყო.

საგულისხმოა, რომ სალიჰამიჯიჩის დანიშვნამდე, ამ თანამდებობაზე უარი, ფილიპ ლამმა, ოლივერ კანმა, ჯოვანი ელბერმა, მარკ ვან ბომელმა და მიროსლავ კლოზემ თქვეს.

ჰასან სალიჰამიჯიჩმა "რეკორდმაისტერის" რიგებში 1998-2007 წლებში 350-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები