Aa
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" "პსჟ"-ს ფეხბურთელს იფორმებს

ნემანია მატიჩის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მორიგი ტრანსფერის განსახორციელებლად ემზადება.

Mirror-ის ცნობით, "წითელი ეშმაკები" "პსჟ"-ს კოტ დ'ივუარელი მარჯვენა მცველის სერჟ ორიეს შეძენასთან ახლოსაა.

ჟოზე მოურინიოს, ყველა პოზიციაზე კონკურენცია სურს. გამონაკლისი არც დაცვის ხაზია.

დანი ალვეშის გუნდში მისვლის შემდეგ, სერჟ ორიეს ბრაზილიელთან და ტომას მუნიესთან კონკურენცია ძალიან გაუჭირდება.

როგორც წყარო იუწყება, ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების მომხრეა და ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.

"წითელ ეშმაკებს" პარიზელებისთვის 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები