Aa
Aa

"ლივერპულმა" კოუტინიოს შემცვლელს მიაგნო

როგორც ცნობილია, ფელიპე კოუტინიო მალე "ლივერპულს" დატოვებს და კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

"მერსისაიდელები" ბრაზილიელის შემცვლელს უკვე ეძებენ და როგორც ჩანს მიაგნეს კიდეც.

Le10Sport-ის ცნობით, "მონაკოს" 21 წლის ფრანგი ნახევარმცველი ტომას ლემარი იურგენ კლოპის გუნდის მთავარი სამიზნეა.

მოგეხსენებათ, რომ ლემარის შეძენას ლონდონის "არსენალი" ცდილობდა, მაგრამ მათ მიერ შეთავაზებული 50 მილიონ ევროიანი წინადადება "მონეგასკებმა" დაბლოკეს.

თუ, "მეთოფეებს" ფეხბურთელმა უარი უთხრა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან არსენ ვენგერის გუნდი გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს.

სულ სხვა საქმეა "ლივერპული", რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს უბრუნდება და დიდი გეგმებიც აქვს.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში "მერსისაიდელები" ფრანგებს ოფიციალური წინადადბეით მიმართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები