ჟუნინიო
Aa
Aa

ჟუნინიო "ლიონში" ბრუნდება

"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან მიშელ ოლამ, ქომაგებს სასიხარულო ინფორმაცია გაუმხილა. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟუნინიო პერნამბუკანო გუნდში ბრუნდება და იგი სპორტული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. გვსურს, რომ ჟუნინიო ჩემპიონატის დაწყებამდე შემოგვიერთდეს". - განუცხადა ოლამ "ლიონის" ოფიციალურ ვებ გვერდს.

შეგახსენებთ, რომ ჟუნინიომ "ლიონის" მაისურით საფრანგეთის ჩემპიონატი ზედიზედ 7-ჯერ მოიგო. ჩატარებულ 248 მატჩში მის ანგარიშზე 75 გოლია, რომელთაგან ბევრი ჯარიმიდან აქვს გატანილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები