Aa
Aa

"მანჩესტერი" 2018 წელს "რეალის" სუპერვარსკვლავს შეიძენს?

წლევანდელი სატრანსფერო ფანჯარა მოულოდნელობებით არის აღსავსე. გრანდები ცდილობენ, რომ ერთმანეთს ლიდერები წაართვან. სასურველი კანდიდატის თავიანთ რიგებში ხილვის გამო ბევრი გუნდია მზად, რომ კოლოსალური თანხა გადაიხადოს.

Express-ის ცნობით, სხვებისგან განსხვავებით "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ წელს მოიცდის და 2018 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალიდან" გარეთ ბეილს შეიძენს.

"წითელი ეშმაკები" 90 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავენ.

ზინედინ ზიდანი, წელს ბეილის გაშვებას არ აპირებს. არც ჟოზე მოურინიო ცდილობს უელსელის გადმობირებას.

წყაროს თქმით, 2018 წელს ყველაფერი გაცილებით მარტივად მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები