Aa
Aa

"გალათასარი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს იფორმებს

"წითელ ეშმაკებს" სატრანსფერო საქმიანობა ჯერ არ დაუსრულებიათ.

ჟოზე მოურინიომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სატრანსფერო ბაზარზე გუნდს მეტი აქტიურობა მართებს.

"იუნაიტედი" რამდენიმე დღეში ნემანია მატიჩის ტრანსფერს გააოფიციალურებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური ნახევამრცველებიდან "მანკუნიანელებს" ვინმე დატოვებს.

როგორც თურქულ პრესაში იწერება, "გალათასარაიმ" მარუან ფელაინისთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

ფელაინი ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ ითვლება. როგორც ჩანს, პორტუგალიელ სპეციალისტს ნემანია მატიჩის კანდიდატურა უფრო ხიბლავს.

სტამბოლელებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან შეთანხმებაღა აკლიათ და ბელგიელ ფეხბურთელს ოფიციალურად გაიფორმებენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები