ნეიმარის მორიგი სავარაუდო შემცვლელი - ეს უკვე საინტერესოა...
Aa
Aa

ნეიმარის მორიგი სავარაუდო შემცვლელი - ეს უკვე საინტერესოა...

ნეიმარის "პსჟ"-ში ტრანსფერი ყოველდღე სულ უფრო რეალური ხდება.

"ბარსელონა" მის შემცვლელზე უკვე სეიროზულად მუშაობს და სავარაუდო სიაც აქვს შედგენილი.

მადრიდულმა Marca-მ, დღეს მორიგი ვარიანტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საუბრია ანტუან გრიზმანზე.

ფრანგი ფებხურთელის კონტრაქტში გარკვევით წერია, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნეიმარის გაყიდვის შედეგად "ბარსა" 222 მილიონს მიიღებს, გრიზმანის შეძენისთვის კატალონიელებს საკმარისზე მეტი თანხა ექნებათ.

გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი. "ატლეტიკოს" 2018 წლის იანვრამდე სატრანსფერო ბანი ადევს და ამის გამო ვერავის შეიძენს. თავად ფრანგმა ფეხბურთელმა, როდესაც ამ შეზღუდვის შესახებ გაიგო, "მანჩესტერ იუნაიტედში" თითქმის შემდგარ ტრანსფერზე უარი თქვა და გუნდს თანადგომა გამოუცხადა. ძნელი წარმოსადგენია, რომ "როხიბლანკო" საკუთარ ლიდერს შეელიოს, თუმცა მადრიდელები კანონს წინ ვერ აღუდგებიან. თუ, "ბარსელონა" გამოსასყიდი თანხის გადახდას დათანხმდება, "ინდიელები" იძულებულნი იქნებიან ფეხბურთელი დათმონ.

ამ ეტაპზე, გრიზმანის ტრანსფერი "ბლაუგრანასთვის" ყველაზე ხელსაყრელი და რეალური ჩანს. რატომ? ფელიპე კოუტინიოს სანაცვლოდ "ლივერპული" 150 მილიონს ითხოვს, რაც მუდამ ტრავმირებულ ფეხბურთელში საკმაოდ არარეალური და სარისკო თანხაა. არის პაულო დიბალას ვარიანტიც, რომელსაც "იუვენტუსი" 120 მილიონად აფასებს. გრიზმანისგან განსხვავებით, ახალგაზრდა არგენტინელს ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. 

ისიც უნდა ითქვას, რომ ანტუან გრიზმანს "ბარსას" მიმართ თავისი სიმპათიები არაერთხელ დაუფიქსირებია.

წინ ძალიან საინტერესო აგვისტო გველის...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები