დემბელემ საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
Aa
Aa

დემბელემ საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი უსმან დემბელე გახლავთ.

"დორტმუნდის" 20 წლის ფრანგმა შემტევმა, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით FourFourTwo-სთან ისაუბრა.

"თუ სიმართლე გაინტერესებთ, ჭორებით არ ვინტერესდები. მე, მომწონს "დორტმუნდი". აქ გადმოსვლის წინ, კარგად დავფიქრდი და გადაწყვეტილება ისე მივიღე. ჩემს არჩევანს არ ვნანობ". - განაცხადა დემბელემ.

ფრანგ ფეხბურთელს, პიერ ემერიკ ობამეინაგის შესახებაც ჰკითხეს.

"ბედნიერი ვარ, რომ ობამეინაგი გუნდში რჩება. ის ჩემთვის ძმასავითაა".

შეგახსენებთ, რომ დემბელეს შეძენის სურვილს "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" გამოთქვამდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები