Aa
Aa

ვენგერმა სანჩესზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

ლონდონის "არსენალის" შემტევ ალექსის სანჩესის შესაძლო ტრანსფერის გარშემო საუბარი არ წყდება.

რამდენიმე საათის წინ პრესაში არსენ ვენგერის კომენტარი გამოქვეყნდა, რომელიც სანჩესსა და შკოდრან მუსტაფის ეხებოდა.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ალექსისი და მუსტაფი ჩვენი გუნდის საწვრთნელ პროცესს კვირას შეუერთდებიან.

შესაძლოა, მათ ორშაბათს "სევილიას" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩშიც ითამაშონ". - განაცხადა ვენგერმა.

ჯერჯერობით უცნობია, ნიშნავს თუ არა სანჩესის დაბრუნება მის "ემირეითს სთედიუმზე" დარჩენას, თუმცა ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, რომ ლონდონელთა ხელმძღვანელებსა და ჩილელის აგენტს შორის, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები, წარმატებით მიმდინარეობს.

სანჩესს "არსენალთან" ამჟამინდელი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პსჟ" სანჩესის ტრანსფერისთვის 50 მილიონიან წინადადებას ამზადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები