Aa
Aa

Sky Sport Italia: რონალდუ "მილანში"?

ცნობილი სპორტული გამოცემა Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟორჟე მენდეშთან გამართული გუშინდელი შეხვედრისას, "მილანის" ხელმძღვანელებს - მარკო ფასონესა და მასიმილიანო მირაბელის, საუბარი კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც ჰქონდათ.

მოგეხსენებათ, მენდეში რონალდუს აგენტია და "როსონერის" ბოსებმა მას სთხოვეს, რომ თუკი პორტუგალიელი ვარსკვლავი "რეალის" დატოვებას გადაწყვეტს, მენდეშმა მილანელები საქმის კურსში ჩააყენონ.

წყაროს თქმით, "მილანი" ამ ეტაპზე შეთავაზების გაკეთებას არ აპირებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზადაა, რომ კრიშტიანუ ნებისმიერ ფასად დაიმატოს.

Sky Sport Italia არ გამორიცხავს, რომ "როსონერიმ" ამ გარიგებისთვის იმაზე მეტი თანხა გაიღოს, რასაც "პსჟ" ნეიმარის სანაცვლოდ იხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები