Aa
Aa

"ბარსამ" "მანჩესტერს" ნეიმარის გოლით მოუგო (ვიდეო მიმოხილვა)

ამერიკაში მიმდინარე "საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე", მსოფლიო ფეხბურთის ორი გრანდი - "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდა. 

შეხვედრა ესპანელებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს. მატჩის ბედი ნეიმარის 31-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. 

გუნდებმა თამაში ამ თერთმეტეულებით დაიწყეს:

ბარსელონა: სილესენი - სემედო, მასკერანო, უმტიტი, ალბა - ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ალენა - მესი, ნეიმარი, სუარესი.

მანჩესტერი: დე ხეა - ვალენსია, ლინდელიოფი, სმოლინგი, ბლინდი - კერიკი, პოგბა - მხითარიანი - ლინგარდი, რაშფორდი, ლუკაკუ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები