football-italia:
Aa
Aa

football-italia: "მილანი" სანჩესთან ერთ ნაბიჯშია!

აპენინური გამოცემა football-italia-ს ცნობით, "მილანი" ახლოსაა, რომ მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხოს და საკუთარი რიგები კიდევ ერთი პერსპექტიული ფეხბურთელით შეავსოს.

წყაროს ცნობით, "როსონერიმ" მიუნხენის "ბაიერნთან" რენატო სანჩესის ტრანსფერზე თითქმის მოილაპარაკა - "რეკორდმაისტერი" გარიგების სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 40 მილიონ ევროს მიიღებს.

საგულისხმოა, რომ მილანელებს პორტუგალიელი ფეხბურთელის იჯარით აყვანა და ერთი წლის შემდეგ, მისი აღნიშნულ თანხად გამოსყიდვა სურთ.

როგორც იწერება, "შავ-წითლებს" თინეიჯერ ფეხბურთელთან, 4 წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვთ.

რენატო სანჩესი 19 წლისაა. ის გერმანულ გრანდში გასულ ზაფხულს, 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები