დრაქსლერი
Aa
Aa

დრაქსლერი "არსენალის" ინტერესთა სფეროში მოექცა

"Sky"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "არსენალი", გელზერკინხენის "შალკეს" შემტევის, იულიან დრაქსლერის შეძენით არის დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თავად გერმანელმა ფეხბურთელმა, ინგლისის "პრემიერლიგაში" თამაშის სურვილი ღიად გამოთქვა. ამ ფაქტის შემდეგ კი, დრაქსლერისადმი "მეთოფეთა" ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდა. "შალკეს" ლიდერის შეძენას "არსენალი" გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი ჩაიშალა. ამჯერად კი, არსენ ვენგერის გუნდს, დრაქსლერის დამატების გაცილებით უფრო კარგი შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები