ბასილაშვილი ფერერთან 3 სეტში დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ფერერთან 3 სეტში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის წლევანდელ გათამაშებას პირველ რაუნდში გამოეთიშა.

იგი ვეტერან ესპანელ დავიდ ფერერთან 3 სეტში დამარცდა - 2:6 6:3 3:6.

ფერერი ბოლო დროს კარგ ფორმაშია და წინა კვირას ბაშტადის ტურნირის მოგება შეძლო.

ბასილაშვილი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 62-ე ჩოგანია, მომავალი კვირიდან კიტცბიუელის ტურნირზე იასპარეზებს. 

ქართველმა გასულ წელს კიტცბიუელში ფინალამდე გააღწია და იქ იტალიელ პაოლო ლორენცისთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები