Aa
Aa

"პსჟ" "არსენალს" 50 მილიონს შესთავაზებს

ბრიტანული Skysports-ისა და ფრანგული პრესის ცნობით, „პსჟ“ „არსენალისთვის“ შეთავაზებას ამზადებს.

პარიზელები ალექსის სანჩესის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს იხდიან.

ფრანგული გამოცემების თქმით, „პსჟ“-ს წარმომადგენლები „მეთოფეებს“ უახლოეს დღეებში დაუკავშირდებიან და აღნიშნულ ტრანსფერზე ოფიციალურ წინადადებას წარუდგენენ.

ალექსის სანჩესს „არსენალთან“ კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მასთან მოლაპარაკებებს თავად ლონდონური გრანდიც აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები