Aa
Aa

უილშირი "ანტალიასპორში"?

ლონდონის "არსენალის" 25 წლის შემტევ ჯეკ უილშირს თურქული "ანტალიასპორი" ეპატიჟება.

აღნიშნული ინფორმაცია თურქების პრეზიდენტმა ოფიციალურად დაადასტურა და აღნიშნა, რომ "არსენალთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა "მეთოფეები" ტრანსფერში საკმაოდ დიდ თანხას ითხოვენ და გარიგების დასრულება რთული იქნება.

უილშირმა პრემიერ ლიგის გასულ გათამაშებაში "ბორნმუთის" რიგებში 29 მატჩი ჩაატარა.

არსენ ვენგერის თქმით, მოხარული იქნება, თუკი ფეხბურთელი დარჩება და ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები