Aa
Aa

"მილანის" ხელმძღვანელები მენდეშს შეხვდნენ

იტალიური პრესის ცნობით, გუშინ საღამოს „მილანის“ ხელმძღვანელები აგენტ ჟორჟე მენდეშს შეხვდნენ და დიეგო კოშტას, რადამელ ფალკაოსა და რენატო სანჩესის შესახებ ესაუბრნენ.

Sky Sport Italia-ს ფოტოგრაფმა მარკო ფასონე, მასიმილიანო მირაბელი და ჟორჟე მენდეში კუნძულ სარდინიაზე დააფიქსირა, სადაც ისინი ერთ-ერთ კაფეში შეხვედრას მართავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ფასონემ და მირაბელიმ მენდეშს უთხრეს, რომ „მილანი“ თავდამსხმელის შეძენით ინტერესდება, ხოლო პორტუგალიელმა მათ თავისი კლიენტები - რადამელ ფალკაო და დიეგო კოშტა შესთავაზა.

დიეგო კოშტას გადაყვანა დიდი პრობლემა არ იქნება. აი ფალკაომ კი ივნისში „მონაკოსთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.

რაც შეეხება სანჩესს, მის ტრანსფერზე „როსონერი“ კარგა ხანია მუშაობს და როგორც ირკვევა, პორტუგალიელი შუახაზელის დამატების კარგი შანსიც აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები