Aa
Aa

"ბარსას" ახალი სატრანსფერო ვარიანტი

ფილიპე კოუტინიოსა და პაულო დიბალას შემდეგ, "ბარსელონას" ნეიმარის შეცვლის კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს.

იტალიური Gazzetta Dello Sport-ის თქმით, ბრაზილიელის წასვლის შემთხვევაში, "ბლაუგრანა" "ნაპოლის" 26 წლის შემტევ ლორენცო ინსინიეს დამატებას ეცდება.

ინსინიემ აპრილში "ნაპოლისთან" კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, ამ კლუბის მაისურის გახდა არასდროს მოუწევს.

ნეაპოლიტანელთა ვინგერმა სერია A-ს გასულ სეზონში 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები