Aa
Aa

იტალიური პრესა: ნაინგოლანი "რომასთან" გაახანგრძლივებს!

იტალიური პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ რაჯა ნაინგოლანი „რომასთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ამის შესახებ მხარეები უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოაცხადებენ.

მართალია, ნაინგოლანს „ჯალოროსისთან“ ამჟამინდელი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, თუმცა კლუბს სურს, რომ თავის ლიდერთან ხელშეკრულების გახანგრძლივებით მის მსურველ კლუბებს გზა მოუჭრას და ბელგიელი „სტადიო ოლიმპიკოზე“ დიდი ხნით დატოვოს.

29 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „ჩელსი“, „მანჩესტერი“ და „ინტერი“ იჩენენ.

ნაინგოლანი დედაქალაქელებს 2014 წელს შეუერთდა და იგი მომავალ სეზონში კლუბის ვიცე-კაპიტანი იქნება.

„რომა“ ამჟამად ამერიკაში იმყოფება, სადაც წინასასეზონო შეკრებას გადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები